13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გაფრთხილდით, ემოციებს აყოლილმა შეცდომა არ დაუშვათ. მეტი დრო დაუთმეთ ინფორმაციის, დამატებითი შემოსავლის მოძიებას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

კურო
ნაკლებად მოიშალეთ ნერვები სხვათა გამო. მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებას. მეგობრებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ტყუპი
დილა რთული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ზოგიერთი უცხო ენის სწავლას, ცოდნის გაღრმავებას გადაწყვეტს. ისე მოიქცეცით, რომ ავტორიტეტი აიმაღლოთ გარშემო მყოფებში.

კირჩხიბი
საყვარელი ადამიანის გამო წარმოუდგენელ საქციელს ჩაიდენთ. ბავშვების გამო და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად მოიმატებს ხარჯი.

ლომი
სამსახურის საქმეების პარალელურად გამონახეთ დრო საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად. საყვარელ ადამიანთან ერთად განიხილეთ საბინაო, სარემონტო საკითხები.

ქალწული
ნუ ჩაიციკლებით სამსახურის საქმეებზე. გარშემო საინტერესო მოვლენები ხდება. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

სასწორი
სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები და ფინანსური საკითხების მოგვარება. ადვილად გამონახავთ ენას გავლენიან ადამიანებთან. შეიძლება მფარველი ან სპონსორი გაიჩინოთ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

მორიელი
დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დღეს შეძლებთ კონკურენტებსა და საქმიან პარტნიორებს საკუთარი შესაძლებლობები დაანახვოთ. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.

მშვილდოსანი
კარგი დღეა სწავლისთვის, პოლიტიკური კარიერის დასაწყებად და მოგზაურობისთვის, მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, ურთიერთობის გაუმჯობესებას ოჯახის წევრებთან.

თხის რქა
დილა მღელვარებასა და უსიამოვნებებს მოგიტანთ. ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ მოვლენებს. სიფრთხილე გმართებთ სასიყვარულო და საქმიან პარტნიორთან, სამედიცინო პროცედურების ჩატარებისას. დამატებითი შრომა მოგიწევთ მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მერწყული
ყურადღებით იავით, კონკურენტები გააქტიურდებიან. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ საქმიანობას.

თევზები
მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან, საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. არ გადაიღალოთ ფიზიკურად. შეიძლება იმედი გაგიცრუოთ იმან, ვისი მხარდაჭერის იმედიც გქონდათ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
სიტუაცია ობიექტურად შეაფასეთ. კარგი დღეა ხელშეკრულების გასაფორმებლად. მშობლებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.
23 სექტემბერი, მთვარის მეოთხე დღე
შაბათი, მთვარე გადის მორიელის ზოდიაქოს
22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თავისუფლად მოქმედების საშუალება არ გექნებათ, გარშემო მყოფების მოსაზრებებიც უნდა გაითვალისწინოთ. ნუ დაარღვევთ კანონს, წესებს, განსაკუთრებით უცხო ტერიტორიაზე.
22 სექტემბერი, მთვარის მესამე დღე
პარასკევი, მთვარე გადის მორიელის ზოდიაქოს
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ინფორმაციის მიღების დღეა. გაგიტაცებთ ახალი იდეები, თამაში. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს გადაწყვეტილების მიღებაში. ბავშვებისთვის ინტელექტუალური გასართობი შეიძინეთ.
ასევე დაგაინტერესებთ