როგორ შოულობენ ფულს ზოდიაქოს ნიშნები - გამდიდრების გზები სასწორისთვის
 როგორ შოულობენ ფულს ზოდიაქოს ნიშნები - გამდიდრების გზები სასწორისთვის
დღევანდელობის ყველაზე დიდი დილემა, შვება და ტრაგედია ფულია. ფინანსები და მისი გამომუშავების თემა ალბათ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში პრიორიტეტული საკითხია. თუმცა ხშირად ჩვენ საერთოდ არ ვაკვირდებით იმას, კონკრეტულად ის საქმე, რომლსაც ვაკეთებ რამდენად გვიყვარს და გვეხალისება. ასტროლოგები კი თვლიან, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი "ოქროს საბადო" გააჩნია ნიშის თვისებებიდან გამომდინარე. მთავარია, თითიეულმა ჩვენგანმა სწორად ვიპოვნოთ საქმიანობის სფერო და პროფესიული სარბიელი.


ფულის შოვნის მეთოდები - სასწორისთვის

სასწორის ზოდიაქოს პლანეტა ვენერა მართავს, რომელსაც ასტროლოგები ხშირად განიხილავენ როგორც მატერიალური დოვლათისა და შემოსავლის მომტან პლანეტას. სასწორები კომუნიკაბელური ადამიანები არიან. თუმცა აქვთ ნაკლიც - უჭირთ ერთპიროვნულად და პრინციპულად გადაწყვეტილებების მიღება. ხშირად ელიან ხოლმე შანსებს ან სხვა ადამიანებისგან წამოსულ ინიციატივას რათა იმოქმედონ.

სასწორი პარტნიორობის ნიშანია, შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ყველა ის საქმიანობა უქადით წარმატებას, რომელშიც ჯგუფურად ან წყვილში მუშაობაა აუცილებელი. იდეალური გზა სასწორისთვის ფულის საშოვნელად არის სახელოვნებო სფეროები - ხატვა, მუსიკა, ფერწერა, კონემატოგრაფია, თეატრი ან იურისპრუდენცია. მათთვის იდეალურია ადვოკატის ან შუამავლის პროფესია.

ხშირად ამ ადამიანებს უმართლებთ საკონსულტაციო ბიზნესში, ფსიქოლოგიასა და მენეჯმენტშიც. ძალიან ბევრი სასწორი ფულს გამოიმუშავებს თავის მოვლის, სილამაზისა და ესთეტიკის თემაზე დაფუძნებული ბიზნესით. მათთვის იდეალურია ანტიკვარიატით ვაჭრობა, ხელოვნებათმცოდნეობა ან სამართლის სპეციალისტის/ლექტორის პროფესია. ფული შეიძლება სასწორთან მოვიდეს ტანსაცმლის დიზაინერის, არქიტექტორის ან ფოტოხელოვანის საქმიანობით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ადამიანები უნიკალური ინდივიდები არიან. ამიტომ ვიღაცას
ასტროლოგია ადამიანის თავისებურებებს შეისწავლის, რომელსაც თავის მხრივ
როგორ გგონიათ, ქალის ხასიათში მიტევებისა და დათმობის უნარი
სხვა სიახლეები
ასევე დაგაინტერესებთ