როგორ იქცევა მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით როცა შეყვარებულია
როგორ იქცევა მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით როცა შეყვარებულია
მამაკაცები განსხვავებული სახასიათო შტრიხებით, ტემპერამენტითა და ფსიქოლოგიური მახასიათებლებით გამოირჩევიან ერთმანეთისგან იმის მიხედვით, თუ რომელია კონკრეტულად მათი ზოდიაქო. ამიტომ სიყვარულსაც ისინი აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ჩვენი საიტის სუსტი სქესის წარმომადგენელი არაერთი მკითხველი ძალზე ხშირად მოგვმართავს შეკითხვით გავარკვიოთ, როგორ იქცევა ესა თუ ის მამაკაცი მაშინ, როცა შეყვარებულია... ეს სტატიაც სწორედ ამ შეკითხვების საპასუხოდ შეიქმნა.


ვერძი მამაკაცი სიყვარულს დევნით, აგრესიული ფლირტითა და ზოგჯერ ჩხუბითაც კი გამოხატავს. მას სურვილი უჩნდება გასაოცარი გმირობები ჩაიდინოს საყვარელი ქალის გულის დასაპყრობად.

კურო მამაკაცი სიყვარულს პრაქტიკული, მაგრამ საკმად ძვირად ღირებული საჩუქრებით, ზრუნვითა და ხშირი კონტაქტის მოთხოვნილებით გამოხატავს.

ტყუპი მამაკაცის სიყვარული იმაში ვლინდება, რომ მას მუდმივად ენდომება ესაუბროს ინტერესის ობიექტს, ამიტომ მასთან ლაპარაკი შეყვარებულ ქალბატონს ოცდაოთხსაათიან ნონსტოპ რეჟიმში მოუწევს, ხან პირადად, ხანაც ტელეფონით ან კომპიუტერის მეშვეობით.

კირჩხიბი მამაკაცი სიყვარულს ბუტიაობით, ეჭვიანობითა და პრეტენზიულობით ავლენს. მას პანიკური შიში უჩნდება არ დაკარგოს საყვარელი ადამიანი; ამიტომ ყველა შესაძლო მეთოდით ებღაუჭება.

ლომი მამაკაცი სიყვარულს ავლენს საკუთარი იმიჯის, ძალაუფლებისა და პროფესიული მიღწევების დემონსტრირებით ქალის დასანახავად. უყვარს ხმაურიანი დროსტარება და ამ ყველაფერსაც აუცილებლად უნდა ადევნებდეს თვალს მისი ინტერესის ობიექტი.

ქალწული მამაკაცი სიყვარულს წვრილმან ყურადღებაში და ზრუნვაში გამოავლენს. თუ ავად ხართ ან რაიმე პრობლემა შეგექმნათ, მასზე უკეთ ვერავინ დაგეხმარებათ. ამასთან ერთად, იგი ამ ყველაფერს გააკეთებს უანგაროდ (რაც ქალწულის შემთხვევაში იშვიათობაა) იმიტომ, რომ მოსწონხართ.

სასწორი მამაკაცის სიყვარული ლამაზ საჩუქრებში, რომანტიკულ საქციელში და მრავალსაათიან სეირნობებში ვლინდება. მან შესაძლოა სიამოვნებით შეგირჩიოთ სამოსი ან აქსესუარები საჩუქრად და ამითაც გამოხატოს სიმპათია თქვენ მიმართ.

მორიელი მამაკაცის სიყვარული რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ვლინდება იმაში, რომ იგი საწყის ეტაპზე საყვარელი ქალის ტანჯვას იწყებს. ეს თავისებური გამოცდაა მისი გულწრფელობის დასამსახურებლად. მრავალმხრივი გამოცდის შემდეგ კითუ თქვენ ამ ყველაფერს მედგრად გადაიტანთ, იგი აუცილებლად გამოგიტყდებათ სიყვარულში.

მშვილდოსანი მამაკაცის სიყვარული ვლინდება გამუდმებულ ლაქალაში საყვარელი ქალის თავის მოსაწონებლად. მშვილდოსანი მზადაა ცირკის მასხარას დაემსგავსოს ინტერესის ობიექტის გულის დასაპყრობად. გარდა ამისა, იგი აუცილებლად აგავსებთ საჩუქრებითა და დაგპირდებათ ლამის მთელ სამყაროს.

თხის რქის სიყვარული პრაქტიკულ ნაბიჯებში ვლინდება. ის ვერ გამოხატავს ემოციებს ვერც გიჟური საქციელით, ვერც საჩუქრებით ან ენის მოჩლექით. სამაგიეროდ, აუცილებლად გაგაცნობთ ოჯახის წევრებს და იამაყებს თქვენი პროფესიული მიღწევებით - ეს იმას ნიშნავს, რომ მის გულში სოლიდური ადგილი დაგიკავებიათ.

მერწყული მამაკაცი სიყვარულს უჩვეულოდ გამოხატავს, თუკი იგი ზედმეტად სერიოზული და გაწონასწორებული გახდა უცებ თქვენ მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ უყვარხართ და ამ მდგომარეობამ დააფიქრა. ამიტომ მისი სიცივე არასოდეს უნდა აღიქვათ როგორც ინტერესის არქონა თქვენ მიმართ. უფრო პირიქით, სავარაუდოა, რომ მალე სერიოზულ ურთიერთობას შემოგთავაზებთ.

თევზი მამაკაცი სიყვარულს გამოხატავს რომანტიკული საქციელით, ემოციური საუბრებითა და მუდმივი სურვილით იყოს საყვარელი ქალის შორიახლოს. თუ ინტერესის ობიექტი ჩანაფიქრს ვერ მიუხვდა, თევზი შესაძლოა სასმელს დაუმეგობრდეს და ალკოჰოლით გაიქარვოს დარდი იმის გამო რომ საყვარელი ქალი მის ზრახვებს ვერ ხვდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
სხვა სიახლეები
სამი ყველაზე სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ძლიერი სქესის წარმომადგენლებსაც ისეთივე დოზით (თუ უფრო მეტად არა) ახასიათებთ გულჩვილობა და მოწყვლადი ემოციები,
ასევე დაგაინტერესებთ