„შოპოჰოლიკი“, ძუნწი თუ მეწვრილმანე - ქალების ფულთან დამოკიდებულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
„შოპოჰოლიკი“, ძუნწი თუ მეწვრილმანე  - ქალების ფულთან დამოკიდებულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების აზრით, ქალების უმრავლესობას ფულის ყადრი აბსოლუტურად არ ესმის და ყველა ქალი, რბილად რომ ვთქვათ, გამოუსწორებელი მფლანგველია. თუმცა, თავად ქალებს რომ ჰკითხოთ, ისინი ყოველთვის "საჭირო" ნივთებში ანიავებენ როგორც თავის, ისე საყვარელი მამაკაცის მიერ გამომუშავებულ ფინანსებს. თუმცა, ზოდიაქოს ნიშანიც დიდწილად განაპირობებს იმას, თუ რამდენად ღირს თქვენი ოჯახის ბიუჯეტი ანდოთ საყვარელ ქალს.

ვერძი
ვერძი ქალები ფინანსებთან მიმართებაში ძალზე ზედაპირული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ამიტომ ეს ქალი სიამოვნებით ანიავებს როგორც საკუთარ, ისე მეუღლის ან საყვარელი მამაკაცის ბიუჯეტს. ფულის შეგროვება, ეკონომია და მსგავსი ტიპის უსარგებლო "თეზისები" ქალ ვერძს მხოლოდ აღიზიანებს. ერთადერთი პლუსი, რაც მას ხასიათში გააჩნია ამ მხრივ არის ის, რომ ფინანსებს იგი ისეთივე სისწრაფით შოულობს, როგორც ხარჯავს.
განსაკუთრებული სისუსტე – სუნამო, ჯინსი, სათვალე.

კურო

კურო ქალი ბუნებით სტაბილურობის მოყვარული ინდივიდია. ამიტომ კუროებს ფულის ყადრი შესანიშნავად ესმით და იშვიათად ფლანგავენ შემოსავალს დაუკვირვებლად. კუროს უმთავრესი სისუსტე გემრიელი ჭამა-სმა და ძვირად ღირებული კოსმეტიკაა. თუმცა, ამ მხრივაც გონივრულ დანახარჯებს სჯერდება ყოველთვის იგი. ამიტომ ამ ქალს საკუთარი საკრედიტო ბარათი და სხვა ფინანსური რესურსი შეგიძლიათ თამამად ანდოთ.
განსაკუთრებული სისუსტე – კოსმეტიკა, ბრენდული სამოსი, გემრიელი საკვები.

ტყუპი
ფინანსებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს ძალზე ზედაპირულად უყურებს, ისევე როგორც ზოგადად ყველაფერს ამ ცხოვრებაში. ამიტომ ხშირად ბოროტად სარგებლობს საყვარელი მამაკაცის ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობით. თუმცა, მრავალსაათიანი შოფინგისას, ყოველთვის ახსოვს ძირითადი "სპონსორსი" და ცდილობს, იგიც გაახაროს რაიმე დასამახსოვრებელი საჩუქარით.
განსაკუთრებული სისუსტე – სასაცილო სუვენირები, მობილური ტელეფონი, ფეხსაცმელი.

კირჩხიბი
კირჩხიბი ქალი დაბადებინად წინდახედული და ფრთხილია. ამიტომ, დიდ ასაკში, ჯერ კიდევ სანამ მის ცხოვრებაში სერიოზული ურთიერთობები დაიწყება, იგი სხვადასხვა სახის გამოსადეგი ან გამოუსადეგარი საოჯახო ნივთებისა და სამოსის შეგროვებას იწყებს. კირჩხიბს ფული უყვარს, ეს უდავოა. თუმცა, მას ფულის გამომუშავებაზე მეტად, მისი შენახვა და შეგროვება ანიჭებს ბედნიერებას. როცა იცის, რომ დანაზოგი აქვს, ქალი კიბო თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს. ხარჯავს მხოლოდ მაშინ, როცა იცის, რომ შავი დღისთვისაც აქვს შენახული სოლიდური თანხა.
განსაკუთრებული სისუსტე – საოჯახო ნივთები, ანტიკვარიატი, პარფიუმერია.

ლომი
ქალი ლომის მოთხოვნილელები როგორც წესი ყოველთვის მაღალია, ამიტომ საეჭვოა მას ერთი საშუალოსტატისტიკური ადამიანის ასეთივე საშუალო ჯამაგირი გასწვდეს. აქედან გამომდინარე, ლომი ქალი, თუ ამის შესაძლებლობა ეძლევა, დიდსულოვნად და გულუხვად ფლანგავს საყვარელი მამაკაცის ან მეორე ნახევრის ფინანსებს. ლომებს მდიდრული ცხოვრება მოსწონთ, თანაც მიაჩნიათ, რომ ყოველივე ამას უპირობოდ იმსახურებენ. ამიტომ, სანამ ლომ ქალს თქვენს საბანკო რეკვიზიტებს ჩაუგდებთ ხელში კარგად დაფიქრდით, გასწვდება კი იგი მის მოთხოვნილებებს?

განსაკუთრებული სისუსტე – ღამის კლუბები, სპა და ეთეტიკ-ცენტრები, ძვირად ღირებული სამკაული.



Astrologia


ქალწულ

ქალწული მოწესრიგებული, სტაბილური და რაც მთავარია, წინდახედული, უზომოდ მშრომელი ნიშანია. ქალწულებს პატარა ასაკიდანვე ესმით ფულის ყადრი, მისი შოვნის გზებსაც მარტივად პოულობენ, მაგრამ ხარჯვა,  მით უმეტეს უთავბოლოდ ხარჯვა, ნაკლებად ეხალისებათ. ამიტომ ქალწულ ქალს თამამად შეგიძლიათ ანდოთ თქვენი ნებისმიერი სახის ფინანსური რესურსის კონტროლი ან მართვა. უფრო მეტსაც გეტყვით, შესაძლოა, მან რაღაც პერიოდის შემდეგ მისთვის შესანახად მიბარებული თანხა, მოგების პროცენტითაც კი დაგიბრუნოთ  უკან.
განსაკუთრებული სისუსტე – ჯანსაღი საკვები, ჯანმრთელობა, გამაჯანსაღებელი პროცედურები.

სასწორი
ქალი სასწორი უზომოდ ნაზი, ქალური და ელეგანტურია. თუმცა, საიმისოდ, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს, თანდაყოლილ შარმთან ერთად, სასწორ ქალებს სოლიდური ფინანსების გაღებაც არ ენანებთ. ამასთან ერთად, სასწორი შესანიშნავად ახერხება საჭიროებისამებრ ნაზად, მაცდური ღიმილით გამოსძალოს ფული საყვარელ მამაკაცს ან მეუღლეს. თუმცა, მისი ნიჭი, კაცს ყოველთვის მნიშვნელოვნად და საჭიროდ აგრძნობინოს თავი მუდამ ფარავს მის ამგვარ "ყაჩაღობას".
განსაკუთრებული სისუსტე – ფერადი სამოსი, ხელნაკეთი აქსესუარები, ტკბილეული.

მორიელი
მორიელი ქალი უკიდურესობებით აღსავსე ხასიათის მფლობელია, რაც მის ფინანსებთან დამოკიდებულებაშიც ვლინდება. იგი ხან სიძუნწის, ხანაც მფლანგველობის განსახირებაა, გააჩნია იმას, თუ როგორ განწყობაზეა თავად ამა თუ იმ მომენტში. ძირითადად ფულის ქარისთვის გატანების მანია ამ ქალს მაშინ წამოუვლის, როცა სულიერ დისკომფორტს განიცდის  ან მიაჩნია, რომ საკმარისად მომხიბვლელად არ გამოიყურება ვინმეს თვალში. მორიელი ზოდიაქოს მერვე სახლის მმართველია, რაც თავის მხრივ "სხვისი ფინანსების მართვის" ალბათობას მოიაზრებს. ამიტომ მეუღლის ფინანსების მართვა ქალი მორიელის შემთხვევაში სავსებით ბუნებრივი ამბავია. უფრო მეტიც, იგი ხშირად საკმაოდ დიდი კაპიტალის დაბანდებასაც  ახერხებს ამ მხრივ.
განსაკუთრებული სისუსტე – ძვირად ღირებული სასმელი, სექსუალური თეთრეული, ავტომობილები.

მშვილდოსანი
ქალი მშვილდოსანი ფინანსებთან მიმართებაში ერთობ უდარდელი დამოკიდებულებით გამოირჩევა. ასეთი ქალები უყოყმანოდ უმართავენ ხელს მეგობრებს ან უბრალო ნაცნობებს ფინანსურად. თუმცა, ვალად გაცემული თანხა, ზოგჯერ შესაძლოა მეუღლის ან საყვარელი ადამიანის ბიუჯეტიდან იყოს გამოყოფილი. მშვილდოსანი ოპტიმისტურადაა განწყობილი ზოგადად ფულის გამომუშავებისადმი. ამიტომ საჭირო თანხას იგი ყოველთვის შოულობს, როგორც შრომით, ისე უბრალო გამართლების წყალობით (ლატარია, კაზინო და ა.შ.). ამ ქალისთვის საკუთარი ფინანსური რესურსების მთლიანი ნდობით, მამაკაცი დიდ რისკზე მიდის. შესაძლოა ერთ დღეს აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ყველა საბანკო ანგარიში მინუსშია გადასული. სამაგიეროდ, როცა თქვენი საყვარელი ქალი თავად იშოვნის ფულს (რაც აუცილებლად მოხდება) აუცილებლად დააბრუნებს ვალს, თანაც პროცენტული დანამატით.
განსაკუთრებული სისუსტე – ცხოველები, ავტომობილები, მოგზაურობა.

თხის რქა
ქალი თხის რქა ამბიციური, ემოციურად გაწონასწორებული და ჭკვიანი ქალია. იგი ყოველთვის ცდილობს გააკონტროლოს როგორც საკუთარი გრძნობები, ისე საყვარელი მამაკაცის ცხოვრება და ფინანსები. თუმცა, მფლანგველობაზე მეტად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ხშირად ხელმომჭირნეობით უფრო გამოირჩევიან. თხის რქას უყვარს საკუთარი სახლი, ოჯახი და ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მისთვის საყვარელ ადამიანებს კომფორტი შეუქმნას. ამასთან ერთად, ქალი თხის რქები შრომისუნარიანობით და კარიერისტული მისწრაფებითაც გამოირჩევიან. შესაბამისად, იშვიათად არიან მეუღლეზე დამოკიდებული ფინანსურად.
განსაკუთრებული სისუსტე – საოჯახო ნივთები-ტექნიკა, კლასიკური სამოსი, პლასტიკური ოპერაციები.

მერწყული
ქალი მერწყული ორიგინალური, კრეატიულად მოაზროვნე და კომუნიკაბელურია. ფულთან მერწყულს განსაკუთრებული და ხშირად აბსოლუტურად არაადეკვატური დამოკიდებულება გააჩნია. იშვიათად იჩენს სიძუნწეს, თუმცა არც მფლანგველი შეიძლება ვუწოდოთ. ხშირად ეხმარება სამეგობროს ამ მხრივ, მაგრამ ვალების ყველა მერწყულს ცეცხლივით ეშინია. თუკი მამაკაცი ამ ქალს საკუთარ ფინანსებს ანდობს, შესაძლოა ამ უკანასკნელმა იგი უთავბოლო შოპინგში არ გაანიავოს. თუმცა, აუცილებლად შეიძენს რაიმე ორიგინალურ ნივთს – მაგალითად ტექნიკის რომელიმე ულტრათანამედროვე გამოგონებას.
განსაკუთრებული სისუსტე – კომპიუტერული ტექნიკა, ორიგინალური აქსესუარები, ექსპერიმენტების ტარება ვარცხნილობის კუთხით.

თევზები
თევზი ქალი ბუნებით რბილი, დამყოლი, საოცრად რომანტიკული და ლოიალური ტიპაჟია. ასეთ ქალებს როგორც წესი, მამაკაცები ყოველთვის ანებივრებენ, როგორც ყურადღების გამოჩენით, ისე მატერიალურად. სწორედ ამაში მდგომარეობს თევზი ქალისთვის დამახასიათებელი სისუსტის სიძლიერე. ამიტომ, როცა მამაკაცი ასეთ ქალს საკუთარ ბიუჯეტს ანდობს, მზად უნდა იყოს ყოველგვარი მოულოდნელობისთვის დაწყებული საბანკო ანგარიშის დაბლოკვით, დამთავრებული მის მიერ ნაყიდი სამოსით, რომელიც სამი ზომით დიდი ან სულაც პატარა ექნება.
განსაკუთრებული სისუსტე – შოპინგი, შოპინგი და კიდევ ერთხელ შოპინგი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომელთა "მორჯულებაც" მამაკაცისთვის შეუძლებელია
ქალები იმის მიხედვით, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებიან გამოირჩევიან ხასიათის განსხვავებული თვისებებით.
დაქალობის ჰოროსკოპი
როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, ერთგული მეგობრები სასურველია ჩვენგან მეთერთმეტე ნიშნის წარმომადგენლებს შორის მოვნახოთ. ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლს სხვაგვარად "მეგობრობის სახლსაც" უწოდებენ,
ზოდიაქოს სამი ყველაზე სასურველი ქალი
ასტროლოგები ხშირად მსჯელობენ
ასევე დაგაინტერესებთ